Monday, July 11, 2016

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

         ამ მოდულში ჩანს, რომ:
  • კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში.
  • მუდმივი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია ზრდისა და პროგრესის მდგრადობისთვის.

მეექვსე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულში ბევრ საინტერესო საკითხს წავაწყდი. მაგალითად, დიფერენცირებული სწავლების სახეებს, სწავლის სტილს. ასევე, კარგად არის ჩამოყალიბებული პროექტის გეგმის მიმოხილვა.

მეხუთე მოდულის რეფლექსია

   მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით...აქ ძალიან საინტერესოდაა მოცემული შეფასების სტრატეგიები და რუბრიკები. ასევე, შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.

მეოთხე მოდულის რეფლექსია

   როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის? ამ მოდულში კარგად ჩანს ინტერნეტის დახმარებით როგორ შეგვიძლია გავიმარტივოთ შეფასება სხვადასხვა ასპექტში.

მესამე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ…უკეთ გავიაზრე, რომ ინტერნეტი კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს. ასევე, ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები მოსწავლეებს სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

პრეზენტაცია

ჩემი სავარჯიშო პორტფოლიო

დააჭირეთ აქ და დაათვალიერეთ ჩემი პორტფოლიოhttps://drive.google.com/folderview?id=0BzLC5dJ_5OmdbzJ3eTFFSHYyRTg&usp=sharing